ყველა სპორტული სიახლე

19-წლამდელ წყალბურთელთა ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ფედერაციამ 19-წლამდელ წყალბურთელთა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შერაჩევი ეტაპის კენჭისყრა გამართა. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჯგუფის მატჩებს 4-9 მაისს თბილისი უმასპინძლებს. კენჭისყრას საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები C-ჯგუფში იქნებიან - საფრანგეთი, სლოვაკეთი, ბელარუსი და ფინეთი. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადის. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი წლეულს, 11-18 სექტემბერს ჰოლანდიაში შედგება.

 

4-9 მაისი. 19-წლამდელ წყალბურთელთა 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.

A-ჯგუფი გერმანია უკრაინა მალტა ბულგარეთი უკრაინა

B-ჯგუფი მოტენეგრო თურქეთი დიდი ბრიტანეთი ისრაელი ბელგია

C-ჯგუფი საფრანგეთი სლოვაკეთი საქართველო ბელარუსი ფინეთი

D-ჯგუფი რუმინეთი აზერბაიჯანი მოლდოვა შვეიცარია ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი სერბეთიდან

DSC_3460

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ