ყველა სპორტული სიახლე

ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკა კაჭარავასთან (ვიდეო)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას ''როსტოვში'' გააგრძელებს.  22 წლის მოთამაშემ რუსული პრემიერლიგის კლუბთან 18-თვიანი ხელშეკრულება აბუ დაბიში გააფორმა, სადაც ახალ გუნდთან ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება.

ფეხბურთელმა ექსკლუზიურად MySports.Ge-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ''როსტოვში'' გადასვლის მოტივზე, ''ცხინვალში'' გატარებულ პერიოდსა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე.

ნიკა კაჭარავა: ''ცხინვალში'' ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად. პირველი გუნდა, სადაც სტაბილურად და რეგულარულად ვთამაშობდი. კლუბის მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან ვგრძნობდი მხარდაჭერას და ყველამ ერთად შევძელით შედეგის ჩვენება.

მადლობელი ვარ გუნდის ხელმძღვანელების, რომლებმაც ჩემი პოზიცია გაიგეს და ტრანსფერში ხელი არ შემიშალეს.

გული მწყდება, მაგრამ წასვლის დროა, სხვა ეტაპზე უნდა გადავიდე. იმედი მაქვს ქართულ ფეხბურთში გარემო შეიცვლება, დონე ამაღლდება და ფეხბურთელებს არ ექნებათ უცხოეთში წასვლის სურვილი, თუმცა დღეს ყველა ფეხბურთელი სხვა ქვეყანაში წასვლაზე ფიქრობს.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს, ექვსიდან ოთხ მატჩი წავაგეთ, კონკურენტებთან დავმარცხდით, ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში, ვფიქრობ მეტოქეებმა კლასის ხარჯზე გვაჯობეს. შვედეთის თუ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები გაცილებით ძლიერ გუნდებში თამაშობენ, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია,

ალექსანდრე ჩივაძესთან მუშაობა უდიდესი გამოცდილებაა. იგი უდიდესი ფეხბურთელი იყო და მისგან თითოეულმა ფეხბურთელმა დიდი ცოდნა მივიღეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის.''

ფეხბურთი, პარასპორტი, საინტერესო, , ვიდეო, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ