ყველა სპორტული სიახლე

„ჯორჯიანსი“ ელიტ რაუნდში ვერ გავიდა

კვიპროსში ჩატარებული ჯგუფური ტურნირის ბოლოს შეხვედრაში ავთო ასათიანის გაწვრთნილებმა ფრანგულ „კრემლინ ბისეტრთან“ 0:3 წააგეს და 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს. არადა, მომდევნო ეტაპზე პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ხვდებოდნენ.

განვლილ შეხვედრაში, თბილისელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მეკარე ბუკია, ჭანუყვაძე, კობაიძე, კაკაბაძე, თოდუა. სათადარიგოები: მეკარე გაბუჩია, ასათიანი, ქურდაძე, შელეგია, სოზაშვილი, ბოკერია, ხოსრუაშვილი, ბობოხიძე, თოფურია.

თბილისელებიდან ყვითელი ბარათი მე-16 წუთზე კაკაბაძემ მიიღო, კობაიძე 23-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო თოდუა 33-ეზე. ამ უკანასკნელმა 39-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ასევე, 39-ე წუთზე გაბუჩია გააძევეს.

ფეხბურთი, სხვადასხვა, ფარიკაობა‎, ფეხბურთი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ