
ვაკო ყაზაიშვილმა ''კამბურს'' გაუტანა (Video)
ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-18 ტურში არნემის ''ვიტესმა'' სტუმრად ''კამბური'' 2:0 დაამაარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა.
ანგარიში მატჩის 48-ე წუთზე რაშიჩამ გახსნა.
ქართველმა ნახევარმცველმა ''კამბურს'' კი 90-ე წუთზე გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 2016 წელს პირველი, მიმდინარე სეზონში კი მე-7 გოლი გაიტანა.
''ვიტესის'' მთავარმა მწვრთნელმა ყაზაიშვილი გოლის გატანის შემდეგ შეცვალა, მის ნაცვლად კი მოედანზე გუნდის კაპიტანი გურამ კაშია შეიყვანა.
''ვიტესი'' 31 ქულით მე-4 პოზიციაზეა.