ყველა სპორტული სიახლე

სპორტის მინისტრის შეხვედრა სერბ კოლეგასთან ბელგრადში (ვიდეო)

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს წყალბურთში, სადაც 16 საუკეთესო ნაკრებს შორის საქართველოს ეროვნული გუნდიც მონაწილეობს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთანერთად ესწრება.

ბელგრადში არაოფიციალურ ვიზიტად მყოფმა მინისტრმა მის სერბ კოლეგასთან - ივან უდოვიჩიჩთან 16 იანვარს შეხვედრა გამართა. მხარეები ერთმანეთს სერბეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეხვდნენ და ურთიერთობის სამომავლო გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

იხილეთ ფოგოგალერეა

ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სერბეთისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება და საერთო პროექტები არა მხოლოდ წყალბურთში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც და ასევე ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მენეჯერი ლევან ბერიშვილი.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ივან უდოვიჩიჩი წლების მანძილზე წარმატებული წყალბურთელი გახლდათ. უდოვიჩიჩი 2 გზის მსოფლიოს და ასევე ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორია სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჯერ-ჯერობით მოგების გარეშე დაასრულა და ახლა თამაშს „პლეი ოფში" აგრძელებს. 17 იანვარს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

www.msy.gov.ge

სხვადასხვა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ