ყველა სპორტული სიახლე

ალექსანდრე ჩივაძე: ''ფეხბურთელებს აკლიათ პროფესიონალიზმი''

საქართველო-ესტონეთის მატჩის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა, ესტონელთა მთავარი მწვრთნელი მარტინ რეიმი კი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადებულა.

- მინდოდა ნაკრების ყველა ფეხბურთელისთვის მიმეცა თავის გამოჩენის საშუალება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, მინდა ვთქვა ოთარ კაკაბაძის შესახებაც, რომელმაც თვითონ  გამოთქვა გუნდთან შეერთების სურვილი. ოთარი ძალიან კარგი ბიჭია.

ხშირად შეკრების საშუალება არ გვაქვს, რაც შეთამაშების მხრივ პრობლემას გვიქმნის. დავდივარ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე. ვცდილობ ნაკრებისთვის ახალი სახეები მოვძებნო.

გიორგი აბურჯანია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა როდესაც მატჩს სამი ბურთის უპირატესობით იგებ, რა საჭიროა მეტოქის ნახევარზე სახიფათო ვარდნის შესრულება?

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეორე ტაიმში თქვენი გუნდის ფეხბურთელები მოეშვნენ. თქვენ რას ფიქრობთ?

- ფეხბურთელებს აკლიათ პროფესიონალიზმი. მეორე ტაიმში უკეთესად გვმართებდა თამაში. მეტოქის მიერ შექმნილი სახიფათო მომენტები ჩვენმა შეცდომებმა განაპირობეს.

- რას იტყვით თევზაძის შესახებ, რომელსაც არ მიეცა თამაშის საშუალება.

- თევზაძე ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა არ გავრისკე სადებიუტო მატჩი ესპანეთთან ჩაეტარებინა. მას ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში გარანტირებული აქვს, იგი ჩვენი გუნდის წევრია.

ფეხბურთი, ვიდეო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ