ყველა სპორტული სიახლე

ირაკლი კიკალიშვილი სერბეთი-იტალიის მატჩს გაუძღვა

ბელგრადში გრძელდება წყალბურთელთა ევროპირველობა. დღეს გამართული სერბეთი - იტალიის ქალ წყალბურთელთა ნაკრებების მატჩი ქართველმა არბიტრმა ირაკლი კიკალიშვილმა სლოვაკ მარტინა კუნიკოვასთან ერთად იმსაჯა. თამაში იტალიელებმა დამაჯერებლად 19:3 მოიგეს.

ვაჟებისგან განსხვავებით სერბებს ქალთა ნაკრები საკმაოდ სუსტი ჰყავთ და მედლებისთვის ბრძოლის პრეტენზიაც არ აქვთ. კიკალიშვილისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს მე-3 მატჩი იყო. იმედია, მას ევროპის წყალბურთის ფედერაცია თამაშების განსჯის საშუალებას პლეი ოფშიც მისცემს.

ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი სერბეთიდან

 

DSC_4788DSC_4874

სხვადასხვა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ