ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალური შეხვედრა უნგრეთის ნაკრებთან გამართა და 3:14 დამარცხდა.

უნგრელებს წყალბურთში უდიდესი ტრადიციელბი აქვთ, სერბეთშიც საჩემპიონო ამბიციებით არიან ჩასულები და რა გასაკვირია, რომ გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. იოვან პოპოვიჩის გუნდიდან გოლების გატანა კაპიტანმა ზურაბ რურუამ (2) და დამირ ცრეპულიამ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე მე-9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში ჰოლანდიის ნაკრები იქნება. ჩვენი გუნდი ჰოლანდიის ნაკრებს 19 იანვარს დაუპირისპირდება.

DSC_5321

DSC_5484

ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი სერბეთიდან

სხვადასხვა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ