ყველა სპორტული სიახლე

ყველა დროის ყველაზე გამორჩეული სარბოლო ავტომობილები

ცნობილი ჟურნალი Top Gear ყველა დროის 22 ყველაზე გამორჩეულ სარბოლო ავტომობილების სიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

 

Mclaren MP4/4

31

აირტონ სენა და მაკლარენ MP4/4 ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი იყო. 1988 წლის სეზონში სენამ ამ მანქანით 16 რბოლიდან 15 მოიგო.

Peugeot 205 T16 

32

 

პეჟო 205 Т16-ით იუჰა კანკუნენმა 4 საჩემპიონო ტიტულის მოპოვება შეძლო.

Porsche 917/30 Can-Am 

33

პორში 917/30 – გამოწვევის თასის ლეგენდარული მანქანაა.

Maserati 250F 

34

ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილი. სტირლინგ მოსი ყოველთვის ამბობდა, რომ მაზერატი მისთვის საუკეთესო ბოლიდი იყო.

Ferrari 330 P4 

35

ფორდის GT40-ს ფერარიმ ამ შესანიშნავი მოდელით უპასუხა.

Lancia Stratos 

36

სპეციალურად რალისთვის შექმნილი ერთ-ერთი პირველი ავტომობილი.

Tyrrell P34 Six Wheeler 

rued4c203267e

ეს 6-ბორბლიანი ავტომობილი ფორმულა 1-ში საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო.

Porsche 935/78 Moby Dick 

38

შესაძლოა, პორშე მობი დიკი ძალიან წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ ლე-მანში 1978 წელს განვითარებული 366,85 კილომეტრი საათში საკმაოდ სოლიდური მიღწევაა.

BMW E30 M3 Touring Car 

39

პატარა, უხეში, თუმცა ლეგენდარული ავტომობილი, რომელსაც არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია.

Mazda 787B 

40

 

24-საათიანი რბოლის დროს ამ ავტომობილის ერთადერთი პრობლემა გადამწვარი ნათურა იყო.

Lola T70 

41

ავტომობილი, რომელიც 60-იან წლებშ ფერარის და პორშეს მთავარი კონკურენტი იყო.

Audi 90 IMSA GTO 

42

ამ ავტომობილზე მყარად, დიდი ალბათობით, არც ერთი ბოლიდი არ იდგა ტრეკზე. 720 ცხენის ძალა კი მას საოცარ სიმძლავრეს ანიჭებდა.

Gurney Eagle-Weslake MkI 

43

ამერიკაში აწყობილი ბრიტანული ავტომობილი ბრიტანული ძრავით. არსებობის ისტორიაში ფორმულა 1-ის ერთადერთი გრან-პრის მოგება შეძლო, თუმცა ამის გაკეთება სარეკორდო მაჩვენებლით მოახერხა.

Auto Union Type C Hillclimb 

44

550 ცხენის ძალის მქონე ორიგინალური დიზაინის ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 400 კილომეტრი საათში იყო.

Lotus 72 

45

იოჰენ რინდტი, რომელიც ამ ბოლიდს მართავდა, ფორმულა 1-ის ჩემპიონი სიკვდილის შემდეგ გახდა. აღნიშნულ მოდელს ლოტუსი კიდევ 5 წლის განმავლობაში იყენებდა.

Porsche 959 Dakar  

46

მოდელი თავდაპირველად WRC-ში საასპარეზოდ იყო დაგეგმილი, თუმცა აკრძალვის გამო ის დაკარში დააბრუნეს, რომელიც ავტომობილმა 1986 წელს მოიგო.

Chaparral 2J 

47

ამ უცნაური დიზაინის ავტომობილს ბევრი მტვერსასრუტს ამსგავსებდა. საკმაოდ სწრაფი მანქანა 1970 წელს აიკრძალა.

Audi Sport Quattro SWB 

48

Audi Sport Quattro – რალიში რევოლუციის დასაწყისი იყო. 100 კილიმეტრს საათში ეს ავტომობილი 3,1 წამში ანვითარებს.

Ferrari 250 GT SWB Breadvan 

49

რა შეიძლება იყოს Ferrari GTO-ზე უკეთესი? მხოლოდ Ferrari 250 GT SWB Breadvan.

Peugeot 208 T16 

50

875 ცხენის ძალა 875 კილოგრამზე - ლეგენდარული სებასტიან ლიობის ავტომობილი, რომელიც ამჟამად მუზეუმში ინახება.

Porsche 956 

51

ეს ავტომობილი 1983 წელს ნიურბურგრინგის რეკორდსმენი გახდა 1000-კილომეტრიანი რბოლის დროს.

Mercedes-Benz 300SLR  

 

52

 

გავრცელებული აზრით, 722-ის აუქციონზე გატანის შემთხვევაში ის ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდება. სტირლინგ მოსის და დენის ჯენკინსონის მიერ მართულმა მერსედესმა 1955 Mille Miglia მოიგო.

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ