ყველა სპორტული სიახლე

სპორტის მინისტრმა ჰოლანდიასთან მატჩის წინ ნაკრების წყალბურთელები მოინახულა (ვიდეო)

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 იანვარს მე-9-16 ადგილებისათვის შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ნაკრების წყალბურთელები, მწვრთნელები და გუნდის წევრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმამოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სასტუმრო „Crowne Plaza"-ში  მოინახულა და წარმატება უსურვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე ბითაძე და ალექსანდრე ნიკოლაიშვილი.

იხილეთ თამუნა ყულუმბეგაშვილის ექსკლუზიური ფოტოგალერეა ბელგრადიდან

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით მოგების გარეშე თამაშობს და ამრიგად, გუნდი ჰოლანდიასთან პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებს. ჯგუფურ ეტაპზე ნაკრები რუმინეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან დამარცხდა, მერვედფინალური დაპირისპირება კი უნგრეთთან დათმო. ჰოლანდიასთან წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მე-9-12 ადგილებისათვის გააგრძელებს თამაშს.

მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხით გადაიცემა.

ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი სერბეთიდან www.msy.gov.ge

wkali-2wkali-3

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ