ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრების დასანანი მარცხი ჰოლანდიასთან

ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდა და 15:16 დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა მთელი თამაში იბრძოლა, ძირითად დროში თითქმის წაგებული თამაში გადაარჩინა და პენალტების სერიაში გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ძირითადი დრო 9:9 დასრულდა.

პენალტების სერიაში 4:4-ზე გადამწყვეტი პენალტი  ჩვენებს ეკუთვნოდათ და ლოგიკურად ბურთთან ყველაზე გამოცდილი და ძლიერი მარკო ელაჩა უნდა მისულიყო, მაგრამ რატომღაც პენალტი ახალგაზრდა რევაზ იმნაიშვილმა დაარტყა - მას მეტოქის  მეკარემ აჯობა, ვინც მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.

ვერ გეტყვით რა მოხდა სერბეთში, ელაჩამ პენალტი საერთოდ რატომ არ დაარტყა?! რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება მწვრთნელებმა? იმედია, ამ შეკითხვებს მწვრთნელები მოგვიანებით უპასუხებენ. სხვათაშორის, იოვან პოპოვიჩი მატჩის მიწურულს გააძევეს, უფრო ადრე წითელი ბარათი მიხეილ ბაღათურიამ მიიღო. შეხვედრას დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა.

საქართველოს ნაკრებიდან ბოლო პენალტი დამირ ცრეპულიამ შეასრულა, რომელმაც ჯამში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ  ამ მომენტში მასაც ნერვებმა უმტყუნა. საქართველოს ნაკრები ბრძოლას მე-13, მე-16 ადგილებისთვის გააგრძელებს. იოვან პოპოვიჩის გუნდის მეტოქე თურქეთი იქნება. ჩვენი გუნდი თურქეთს 21 იანვარს დაუპირისპიდება.

ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი სერბეთიდან

popovichi

elezi

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ