ყველა სპორტული სიახლე

ბადშტუბერმა ვარჯიში განაახლა

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა ვარჯიში განაახლა.

espnfc.com-ის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, ბადშტუბერი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს შეუდგა. მან მიუნხენელთა საკლუბო ბაზაზე ინტენსიურად ივარჯიშა.

ბადშტუბერს ბარძყის კუნთი აპრილში გაუწყდა და რეაბილიტაციისთვის 5 თვე დასჭირდა. მართალია, მიუნხენელთა თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა მის ნიჭს აფასებს, მაგრამ ბუნდესლიგის უახლოეს მატჩებში ბადშტურბერის გამოჩენა ნაკლებ სავარაუდოა.

26 წლის ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამა. 2012 წელს მან მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა, რის გამო, პრაქტიკულად ორი წელი არ უთამაშია. გასული სეზონის დასაწყისში სამთვენახევარი მყესის გაწყვეტის მიზეზით გამოტოვა. ამას  აპრილში მიღებული ტრავმაც დაემატა.

ფეხბურთი, რაგბი, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ