ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება (ვიდეო)

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. იოვან პოპოვიჩის გუნდმა თურქეთის ნაკრები 12:11 დაამარცხა და ქართული წყალბურთის ახალი ისტორია შექმნა - ჩვენი ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველია.

ჩვენებმა ტაიმი 8:4 მოიგეს და თითქოს თამაში გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანათ, მაგრამ თურქებმა უპირატესობა ნელ-ნელა გააბათილეს და ბოლო წამებზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. გადამწყვეტი მარკო ელაჩას გოლი იყო, რომელიც ხორვატმა ლეგიონერმა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე გაიტანა და ანგარიში 12:10 გახადა. თურქებმა დარჩენილ დროში ერთი გოლის გაქვითვაც მოასწრეს, გამარჯვება კი საქათველოს ნაკრებს დარჩა, რომელიც 22 იანვარს მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდება.

ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი სერბეთიდან

DSC_6918-mysports

DSC_7114-mysports

DSC_7118-mysports

მსოფლიო, კარატე

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ