ყველა სპორტული სიახლე

სერბეთის ნაკრები პირველი ფინალისტია (ვიდეო)

ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა - სერბეთის  ნაკრებმა, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია და შარშან მსოფლიოს პირველობაც მოიგო ნახევარფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი 13:7 დაამარცხა. მასპინძელთა ნაკრებს 3-3 გოლით ულიდერეს - დუშკო პიჟეტლოვიჩმა და ფილიპ ფილიპოვიჩმა. (იხილეთ სრული სტატისტიკა)

სერბებმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები არიან. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დღეს, 21 იანვარს უნგრეთსა და მონტენეგროს შორის გაიმართება. თუ უნგრელები გამარჯვებას მოახერხებენ მაშინ 2014 წლის ევროპირველობის ფინალი განმეორდება.

ფოტო - თამარ ყულუმბეგაშვილი სერბეთიდან

DSC_6699

DSC_6500

DSC_6538

DSC_6757

სხვადასხვა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ