ყველა სპორტული სიახლე

ცინცაძემ საფრანგეთში გამარჯვებით დაიწყო

გასულ უიქენდზე საფრანგეთში საკალათბურთო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. გიორგი ცინცაძის "გრაველინმა" პირველ ტურში "რუანს" უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება იოლად შეძლო. მასპინძლებმა 89-67 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შიეტანა. შედეგიანობის მხრივ 12 ქულით ცინცაძე გუნდში მეოთხე იყო.

ქართველმა უკანახაზელმა ოთხიდან სამი ორქულიანი და სამიდან ორი სამიანი ჩააგდო. გარდა ამისა ცინცაძის ანგარიშზე ორი მოხსნა და ამდენივე შედეგიანი პასია.

მომდევნო ტურში "გრაველინი" "ნანსის" ესტუმრება. შეხვედრა 6 ოქტომბერს გაიმართება.

ფეხბურთი, კალათბურთი, პარასპორტი, ვიდეო, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ