ყველა სპორტული სიახლე

ორი სპორტსმენით მეორე თამაშებზე

12 თებერვალს ლილეჰამერში საზეიმოდ გაიხსნება ზამთრის მეორე აზალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ნორვეგიის ამ ქალაქმა 22 წლის წინ, 1994 წელს ზამთრის XVII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა (სწორედ ამ თამაშებზე შედგა დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური დელეგაცის დებიუტი), ამჯერად კი ლილეჰამერი მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენის სამასპინძლოდ ემზადება. ისინი ერთმანეთს შეეჯიბრებიან ზამთრის სპორტის 15 სახეობაში. 10 ოლიმპიური დღის განმავლობაში გათამაშდება მედლების 70 კომპლექტი.

საქართველო ამ თამაშებზე (ისევე, როგორც 4 წლის წინ ინსბრუკში გამართულ პირველ ამგვარ თამაშებზე) ორი სპორტსმენით წარსდგება: მოციგავეთა ტურნირზე გამოვა ლაშა ფერაძე, სამთო თხილამურობის ორ დისციპლინაში იასპარეზებს ბესარიონ ჯაფარიძე. მოციგავეთა შეჯიბრება 14 თებერვალს ჩატარდება, ჯაფარიძე კი სტარტს 16 თებერვალს გიგანტურ სლალომში აიღებს, ხოლო სამი დღის შემდეგ სლალომისტთა ტურნირში ჩაებმება.

საქართველოს ექვსკაციანი დელეგაცია ლილეჰამერში 10 თებერვალს გაემგზავრება. სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ გუნდში იქნებიან ფელიქს ქუმარიტაშვილი (მწვრთნელი, ციგაობა), იასონ აბრამაშვილი (მწვრთნელი, სამთო თხილამურობა), გიორგი ესაკია (მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიურ სოფელში). დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

www.geonoc.org.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ