ყველა სპორტული სიახლე

VIDEO EXCLUSIVE - ზურაბ რურუა: წყალბურთი ჩემი ცხოვრებაა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრები 12:11 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი გუნდი მეორედ მონაწილეობს ევროპირველობაზე, ეს კი პირველი და შესაბამისად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა.

საქართველოს ნაკრებს ბუდაპეშტში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მოპოვების მცირე შანსი ჰქონდა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ გუნდი გაიზარდა, უფრო გამოცდილი გახდა და სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით უკეთ თამაშობს.

იოვან პოპოვიჩის გუნდს გერმანიის და ჰოლანდიის ნაკრებების დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ მეტოქეებს ცოტა გაუმართლათ, ამასთან გრძელი სათადარიგო სკამითაც გვაჯობეს - გერმანელებს და ჰოლანდიელებს ჩვენზე დიდი არჩევანი აქვთ. განვლილი მატჩების შეფასება საქართველოს ნაკრების კაპიტანს ზურაბ რურუას ვთხოვეთ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. ნაკრების კაპიტანთან mysports.ge-მ ბელგრადში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და მიმდინარე ევროპირველობაზე, სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. (ინტერვიუ ჩაწერილია თურქეთის ნაკრებთან შეხვედრამდე)

 

zurab rurua-1

zurab rurua-2

zurab rurua-3

, მსოფლიო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ