ყველა სპორტული სიახლე

„ზუგდიდი“ პირველ სპარინგში დამარცხდა

პირველ ტესტმატჩში  „ზუგდიდმა“ პირველი ლიგის ხელვაჩაურის „მაჭახელა“-ს  „ბაიას“ ბაზაზე უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინელი იური ბაკალოვის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა პირველმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ბაზაზე ქომაგიც მრავლად მივიდა. შეხვედრა სტუმრებმა, მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს.

ბაკალოვმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდი ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ათამაშა.  პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო და საგოლე მომენტებიც ზუგდიდელებმა შექმნეს.

შეხვედრის 17-ე წუთზე, ზვიად სიხარულიას შორეული  გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ ცოტნე სამუშია დარჩა, თუმცა მას მეკარემ დაასწრო.  მორიგ ჯერზე, გიორგი ბულიამ მეტოქე მცველების გადაცემა ჩაჭრა, შემდეგ ორ მცველს გასცდა, დაარტყა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.  უკრაინელი მწვრთნელი ფეხბურთელებისგან აგრესიულ შემტევ თამაშს ითხოვდა.

35-ე წუთზე, ისევ ცოტნე სამუშია გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი გამოუვიდა, ბურთი ზედა ძელმა აისხლიტა. ორ წუთში კი, მას კვლავ ბულია ჩაენაცვლა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმულს, მცველები გადაეღობნენ.

მეორე ტაიმში, როგორც აღვნიშნეთ, შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. განსაკუთრებით აქტიურობდა დიმიტრი თუთბერიძე, რომელიც აშკარად გამოსარჩევი იყო. მისი აქტივობის შედეგად, მასპინძლებმა ანგარიშიც კი გახსნეს 67-ე წუთზე, მაგრამ არბიტრმა მანამდე, მის წინააღმდეგ უხეშის თამაშის გამო, ჯარიმა დანიშნა და გოლიც არ ჩაითვალა. სტუმრებმა კი შეხვედრის მიწურულს შეძლეს გოლის გატანა და თავი ბაციკაძემ გამოიჩინა.

9.1 ბაკალოვი

ბაკალოვი მეორე ტესტმატჩის შემდეგ, შემადგენლობის ძირითად ბირთვს დაასახელებს. 24 იანვარს ზუგდიდელები, „ბაიას“ ბაზაზე, ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლებენ. ტრავმების გამო დღევანდელი შეხვედრა, გოდერძი მაჩაიძემ, ვაკო ტყემალაძემ, ირაკლი ქობალიამ, ლევან წურწუმიამ და  ნიკა ლაშხიამ გამოტოვეს.

ზუგდიდი - მაჭახელა“  1:0

პირველი ტაიმი: ზარქუა, ვიჩურკა, რაფაელი, ჩიბიტარიოვი, ჩანადირი, თიბილაშვილი, ქირია, ც.სამუშია, გ.სამუშია, სიხარულია, ბულია

მეორე ტაიმი: ჯომიდავა, ქანთარია, შონია, იზორია, ფიფია, ს.მალანია, არქანია, ნარმანია, თუთბერიძე, ჩანგელია, ჭანტურია (გაბელია)

fczugdidi.ge

ფოტო: fczugdidi.ge

 

 

 

ფეხბურთი, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ