ყველა სპორტული სიახლე

ლუბა გოლოვინა გაყინულ დარბაზში ვარჯიშობს

ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, რომელიც რიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელია და ზაფხულში მესამე ოლიმპიურ თამაშებზე მიდის, დიღომში “ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის გაყინულ დარბაზში ვარჯიშობს. ამის შესახებ ლუბა გოლოვინა თავად წერს სოციალურ ქსელში.

მის კომენტარს აქვე გთავაზობთ:"დილა მაგრად დაიწყო. ჯერ ხომ მოსკოვის პროსპექტიდან ამხელა გზაზე დიღომში დავდივარ გაყინულ დარბაზში იმიტომ, რომ გათბობა არ გვაქვს და დღეს კი დარბაზიც დაკეტილი დამხვდა. ევროპის ჩემპიონატამდე ორი თვე დარჩა, რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე კი - 6. მაგარი მომზადება მიმდინარეობს", - წერს ლუბა გოლოვინა საკუთარ გვერდზე.

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ