ყველა სპორტული სიახლე

კლოპს ნაცნობი ასისტენტი შუერთდა

როგორც Sky Sports იუწყება იურგენ კლოპის ასისტენტი ჟელკო ბუვაჩი ''ლივერპულს'' ეწვია და გუნდის სამწვრთნელო პროცესში პირველად მიიღო მონაწილეობა.

ჟელკო ბუვაჩი ტაქტიკური ცოდნით გამოირჩევა, მისი ზედმეტსახელია ''ტვინი.'' იგი ''ლივერპულის'' მთავარ მწვრთნელს 1992 წლიდან იცნობს. 1992-1995 წლებში ბუვაჩი და კლოპი ''მაინცის'' ფეხბურთელები იყვნენ, ამ კლუბს უკავშირდება მათი ერთობლივი სამწვრთნელო საქმიანობის დასაწყისი. 2001 წლიდან ''მაინცისთვის'' მუშაობდნენ, 2008 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კი - დორტმუნდის ''ბორუსიასთვის.''

შეგახსენებთ, ''ლივერპული'' 12 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში ''ლივერპული'' სადებიუტო მატჩს 17 ოქტომბერს ''ვაით ჰართ ლეინზე'' გამართავს.

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, ვიდეო, ევროპა,

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ