ყველა სპორტული სიახლე

კახა ცხადაძემ გიბრალტართან და გერმანიასთან მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ცხადაძის გუნდმა  გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრისთვის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მზადება უკვე დაიწყო. ჩვენი გუნდი არასრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს დღეს საღამოს ჩაატარებს. ცხადაძემ ნაკრებში დააბრუნა კვიპროსული პაფოსის მცველი, გია გრიგალავა და თავდამსხმელი, ნიკოლოზ გელაშვილი. 23 კაციან შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია, საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" წევრი, გუგა ფალავანდიშვილი.

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი („მორდოვია“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („ფეირენსე“, პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი („დილა“, გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კარშიაკა“, თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი, („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე („დინამო თბილისი“, საქართველო), გია გრიგალავა ( „პაფოსი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი“, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი“, ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი („ვერია“, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე („რიზესპორი“, თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი („დილა“, გორი, საქართველო)

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), ბაჩანა ცხადაძე („ფლამურტარი“, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („პაფოსი“, კვიპროსი)

საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი "დინამო არენაზე" 8 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება. გერმანია კი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში უმასპინძლებს. შეხვედრა "რედ ბულ არენაზე" თბილისის დროით 22.45 წუთზე ჩატარდება.

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ