ყველა სპორტული სიახლე

U19 საქართველო - ბულგარეთი 2-0 (Video)

26 იანვარს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ბულგარელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იხილა.

ჩვენი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და გატანილი გოლების გარდა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს.

ანაგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, მეტოქესთან პირისპირ დარჩენილმა ბექა მიქელთაძემ გამოზომილი დარტყმით მოახერხა მიხაილოვის კარის აღება.

მეორე ტაიმში ბულგარელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ოთო გოშაძემ შესანიშნავად ითამაშა და გეორგიევს არ გაატანინა.

ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში ყიფიანის 19 წლამდე ნაკრებმა ბურთი კარგად გაათამაშა და ენვერ ლილუაშვილმა კომბინაცია გოლით დაასრულა. დარჩენილ დროში ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველო U19 - ბულგარეთი U19 2-0

თბილისი, „ბენდელა“

საქართველო U19 : გოშაძე, ჩაჩუა (59’ ართმელაძე), მამუჩაშვილი (59’ ნემსაძე), ლოჩოშვილი (59’ კამლაძე), კობოური, სამურკასოვი (37’ გვარაძე, 59’ მაღრაძე), ალთუნაშვილი (59’ ფოჩხუა), კოხრეიძე (46’ კიკნაძე), ბიძინაშვილი (59’ ბაშელეიშვილი), გოშთელიანი (59’ ლილუაშვილი), მიქელთაძე (59’ ქორიძე)

მთ. მწვრთნელი : გიორგი ყიფიანი

ბულგარეთი U19 : მიხაილოვი, მიცაკოვი, მინკოვი, ლიასკოვი, იუსეინოვი (67’ ხრისტოვი), ივანოვი, პეტროვი, ალიჩკოვი, იორდანოვი, კრაევი (72’ ვიდევი), გეორგიევი

მთ. მწვრთნელი : სვეტოსლავ ტოდოროვი

მსაჯები : გ.ყრუაშვილი, გ. ელიკაშვილი (1 დამ. ასისტენტი), დ. ჩიგოგიძე (2 დამ. ასისტენტი), გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

გაფრთხილება : 32’ ალთუნაშვილი, 52’ ლიასკოვი, 53’ ბიძინაშვილი, 66’ პეტროვი

გოლები : 30’ მიქელთაძე, 69’ ლილუაშვილი

სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთი, ვიდეო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ