ყველა სპორტული სიახლე

U21 ესპანეთი-შვედეთი 1:1 (ვიდეო)

21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა ესპანეთსა და შვედეთს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მეოცე წუთზე ოლივერ ტორესმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. გუსტავ ენგვალმა წონასწორობა 60-ე წუთზე აღადგინა . აღსანიშნავია, რომ  40 წუთი ესპანეთმა რიცხობრივ უმცირესობაში ჩაატარა. საულ ნიგეზმა 50-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი, რომელმაც ესტონეთს 3:0 მოუგო, მომდევნო ტურში ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ნოემბერს გაიმართება. საქართველოსა და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა დაპირისპირება კი 17 ნოემბერს გორში ჩატარდება.

1. ხორვატია U21 3 3 0 0 8:0 9
2. შვედეთი U21 3 2 1 0 9:1 7
3. ესპანეთი U21 3 2 1 0 8:3 7
4. საქართველო U21 4 2 0 2 8:6 6
5. სან მარინო U21 4 0 1 3 0:9 1
6. ესტონეთი U21 5 0 1 4 0:14 1

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, საინტერესო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ