ყველა სპორტული სიახლე

ექსკლუზიური ინტერვიუ აკაკი გოგიასთან (VIDEO)

სპორტული სააგენტო MySports.ge გთავაზობთ აკაკი გოგიასთან ჩაწერილ ვრცელ, ექსკლუზიურ ინტერვიუს. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ქალაქ რუსთავში დაიბადა, ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპის საფეხბურთო კლუბ "ბრენტფორდის" წევრია. პოზიციით ნახევარმცველი  აკაკი გოგია, ამჟამად, გერმანიის მოქალაქეა. რამდენად რეალურია ფეხბურთელის საქართველოს ნაკრებში თამაში და აკაკი გოგიას გზავნილი ქართველ გულშემატკივარს ლონდონიდან. თამუნა ყულუმბეგაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ აკაკი გოგიასთან MySport.ge-ზე 15 ოქტომბერს განთავსდება.

აკაკია გოგია დაბადების თარიღი - 1992 წლის 18 იანვარი, ქ. რუსთავი 2001 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, იყო "ჰანოვერისა" და "ვოლფსბურგის" საფეხბურთო სკოლების წევრი. 2011 წელს "ვოლფსბურგთან" პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა, განათხოვრების წესით კი "აუგსბურგში" გადავიდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა. 2012-13 წლების სეზონი მეორე ბუნდესლიგის "ზანქტ პაულში" ითამაშა, 2013 წლიდან "ჰალეშერში" ჩაირიცხა. მესამე ლიგაში გამართულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა. აკაკი გოგია ამჟამად გერმანიის მოქალაქეა და ინგლისის ჩემპიონშიპის "ბრენტფორდში" მიმდინარე წლის ზაფხულიდან თამაშობს. 23 წლის ფეხბურთელი 2008-2010 წლებში გერმანიის ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ, საქართველო,

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ