ყველა სპორტული სიახლე

დუდუ დადიანის მემორიალზე ფინალისტები გამოვლინდნენ

საქართველოში საკალათბურთო სეზონი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნა.

წლევანდელ გათამაშებაში 7 გუნდი იღებს მონაწილეობას და შეჯიბრი საერთაშორისო სტატუსს ატარებს. 6 ქართულ გუნდთან ერთად გათამაშებაში ყაზახური "ბარსიც" იღებს მონაწილეობას.

ჩვენი სტუმრებისთვის ქართული ვოიაჟი ნაყოფიერი გამოდგა. "ბარსის" კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპზე, "დინამოს", "სოხუმის" და "მგაზავრების" დამარცხებით ფინალის საგზური მოიპოვეს.

მემორიალის მეორე ფინალისტის ვინაობა კი გუშინ გაირკვა. ბ ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს "ოლიმპი" და "ქუთაისი" დაუპირისპირდნენ. კაზანჯიანის გუნდს ფინალში გასასვლელად იმერლების 11 ქულით დამარცხება სჭირდებოდათ, თუმცა მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დააკლდათ და 7 ქულით, 67:60 მოიგეს. ამრიგად, გადამწყვეტი მატჩის საგზური ტუღუშის შეგირდებმა მოიპოვეს.

"ბარსსა" და "ქუთაისს" შორის ფინალური შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და სტარტს 18 საათიდან აიღებს.

ფეხბურთი, კალათბურთი, ევროპა, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ