ყველა სპორტული სიახლე

სტიუარტ პირსმა საფეხბურთო კარიერა განაახლა

ბრიტანული ვებგვერდების მიხედვით 53 წლის სტიუარტ პირსი საფეხბურთო მოედანს უბრუნდება. მან ნახევრად სამოყვარულ კლუბ ''ლონგფორდთან'' გააფორმა ხელშეკრულება.

''ლონფორდი'' გლოჩესტერშირის მხარის კლუბია, რომელიც ცნობილია როგორც ''ყველაზე სუსტი ინგლისური კლუბი,'' რადგან მიმდინარე სეზონის ჩრდილოეთი ლიგის მეორე დივიზიონის 18 მატჩში 179 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

საინტერესოა, რომ პირსმა საფეხბურთო კარიერა 2002 წელს დაასრულა და 14 წლის შემდეგ განაახლა.

რაც შეეხება სტიუარტ პირსის კარიერას, მას 400-ზე მეტი შეხვედრა ''ნოტინგემის'' მაისურით ჩაუტარებია, ასევე თამაშობდა ''ნიუკასლის,'' ''ვესტ ჰემისა'' და ''მანჩესტერ სიტის'' შემადგენლობებში.

სტიუარტი წლების განმავლობაში დაკავებული იყო სამწვრთელო საქმიანობით. 2005-07 წლებში ''მანჩესტერ სიტის'' ხელმძღვანელობდა, ასევე წვრთნიდა დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ ნაკრებსა და ''ნოტინგემს.''

პირსი2

 

პირსი 4

 

პირსი5

ფეხბურთი, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ