ყველა სპორტული სიახლე

დავით თარგამაძე: "ოლექსანდრიაში" დაბრუნებაზე ბევრი არ მიფიქრია"

"ოლექსანდრიაში" დაბრუნებულ დავით თარგამაძეს უკრაინული goaltime-ი საკლუბო თემაზე ესაუბრა.

- ადაპტაციის პროცესი უკვე დასრულდა? 

- გუნდს აგვისტოს ბოლოს შევუერთდი. ფიზიკურად 99 პროცენტით უკვე მზად ვარ. "ოლექსანდრიაში" ადრეც მითამაშია და ამიტომ ადაპტაციის პრობლემა არ მქონია. თვენახევარში საიჯარო ხელშეკრულებას ვადა ეწურება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- ბოლოს "ილიჩივეცში" თამაშობდით. "ოლექსანდრიაში" თავს უკეთ გრძნობთ? 

- რა თქმა უნდა. ეს კლუბი ჩემთვის უცხო არ არის. "ოლექსანდრიაში" დაბრუნებაზე ბევრი არ მიფიქრია.

- როდესაც მარიუპოლს ტოვებდი გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა... ამ მხრივ "ოლექსანდრიაში"  რა ვითარებაა? 

- აქ ყველაფერი კარგადაა. კლუბის პრეზიდენტი ღირსეული ადამიანია და ფინანსური პრობლემები არ გვაქვს.

- 10 ტურის შემდეგ შედეგებით კმაყოფილები ხართ? 

- სასურველია, რომ უკეთეს პოზიციაზე ვიყოთ. წინ კიდევ არის რამდენიმე მატჩი, რომლებშიც ქულები აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ.

- მომდევნო ტურში "ვოლინს" ხვდებით. მეტოქეზე რას იტყოდით? 

- "ვოლინი" ძალიან კარგი გუნდია და რთული შეხვედრა გველის. მეტოქეს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები ჰყავს.

ფეხბურთი, პარასპორტი, ზამთრის სახეობები, , ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ