ყველა სპორტული სიახლე

2016-2020 - ოლიმპიური ხუთწლედი

რაც დრო გადის, სულ უფრო ფართოვდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების არეალი. უახლოესი წლების სპორტულ კალენდარში გამორჩეული ადგილი უკავია კონტინენტალურ და მსოფლიო მასშტაბის კომპლექსურ ასპარეზობებს, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ტარდება. 2016-2020 წლებში 12 ასეთი ტურნირი გაიმართება. მათ შორის უმთავრესია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.

XXXI ოლიმპიადას 2016 წელს რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს (5-21 აგვისტო), 2020 წელს კი ესტაფეტას ტოკიო მიიღებს (24 ივლისი - 9 აგვისტო). შუალედში, 2018 წლის 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეის სამთო ქალაქ პიონჩანგში ჩატარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ამას მოსდევს 2019 წელს დაგეგმილი მეორე ევროპული თამაშები, რომლის მასპინძლის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია.

რაც შეეხება ახალგაზდულ ოლიმპიურ შეჯიბრებებს, უახლოესი ასეთი ტურნირი - ზამთრის მეორე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 12 თებერვალს სტარტს აიღებს ნორვეგიულ ლილეჰამერში, სადაც საქართველო 2 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. 2017 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სარაევო მიიღებს (11-18 თებერვალი), ზაფხულის ფესტივალს კი _ უნგრეთის ქალაქი გიორი (უნგრელებმა ფესტივალის დროშა შარშან თბილისში ჩაიბარეს).

2018 წლის 1-12 ოქტომბერს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები ბუენოს-აირესში შეიკრიბებიან, სადაც ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედლები გათამაშდება. 2019 წელს ზამთრისა და ზაფხულის მომდევნო ევროპული ოლიმპიური ფესტივალები ჩატარდება: ზამთრის შეჯიბრებების მასპინძელი ერზერუმი (თურქეთი, თებერვალი) იქნება, ზაფხულისა - მინსკი (ბელარუსი, ივლისი). 2020 წლის თებერვალში ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშებებს უმასპინძლებს ლოზანა, ქალაქი, სადაც მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და არაერთი საერთაშორისო სპორტული ფედერაციის შტაბ-ბინა.

გარდა ამისა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის შარშანდელ გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წელს სან-დიეგოში (აშშ, სექტემბერი) შედგება ახალი კომპლექსური შეჯიბრების - ქვიშის სპორტში მსოფლიო თამაშების დებიუტი.

www.geonoc.org.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ