ყველა სპორტული სიახლე

ქართული სპორტი გაიყინა

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს - 21 საუკუნეში ქართული სპორტი გაიყინა.

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაიყინა და არა გადატანითი. უკვე ერთი თვეა „ახალი თბილისის“ სპორტულ დარბაზებში გაზი გამორთულია და არ თბება. ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინას, რომელიც თავის კარიერაში მესამე ოლიმპიადისთვის ემზადება, ელემენტარული სავარჯიშო პირობები არ აქვს. როდესაც დარბაზში ისე ცივა როგორც გარეთ, სახტუნაოდ ვის სცალია.

თუმცა, გოლოვინა მარტო არაა და მსგავს პირობებშია მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორეა, ვინც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. სხვათა შორის, მისგან ლიცენზიას ნაკლებად თუ ვინმე ელოდა, მაგრამ 18 წლის სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და შედეგი „დადო“.

XXX of ZZZ competes in the (discipline & session name) during day nine of the Baku 2015 European Games at the National Gymnastics Arena on June 21, 2015 in Baku, Azerbaijan.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინიტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს თუ დავუჯერებთ, პრობლემა „ახალი თბილისის“ ობიექტების მერიის ბალანსიდან მათ ბალანსზე გადაცემის გაჭიანურებამ წარმოშვა.

ხსენებული ობიექტები „სპორტმშენსერვისის“ ბალანსზეა, რომელიც 100 პროცენტით სახელმწიფო კომპანიაა და თბილისის ახალგაზრდული თამაშებისთვის „ახალი თბილისის“ სპორტული ობიექტები ააშენა. ტანვარჯიშის დარბაზი, ფრენბურთის დარბაზები, მძლეოსნობის სტადიონი და საცურაო აუზი ჯერ კიდევ „სპორტმშენსერვისს“ ეკუთვნის, რომელსაც „ყაზტრანგაზისთვის“ დახარჯული გაზის საფასური არ გადაუხდია და გათბობაც ამიტომ გამოირთო. შედეგი კი ისაა, რომ ოლიმპიადის ორი ლიცენზიანტი სათანადოდ ვერ ემზადება.

გოგოლაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ „ახალი თბილისის“ ქონება საკმაოდ დიდია, მერიას მისი ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად დიდი დრო დასჭირდა. თავის მხრივ ეკონომიკის სამინიტრომ ობიექტები სპორტის სამინისტროს უნდა გადასცეს და ვიდრე ეს პროცესი მიმდინარეობდა, გაზიც გათიშეს.

მინისტრის მოადგილის ვარაუდით იანვრის ბოლომდე პრობლემა უნდა მოგვარდეს და გამოჩნდება უახლოეს ორ დღეში გათბობა ჩაირთვება თუ არა.

გათბობის გარდა, ტანვარჯიშის დარბაზში მხატვრული ტანმოვარჯიშეებისთვის განკუთვნილი ახალი ნოხიც გასაშლელია, რომელიც საქართველოში თითქმის ერთი თვის წინ ჩამოიტანეს, მაგრამ მისი გაშლა დღემდე ვერ მოხერხდა.

ამასთანავე, განსასაზღვრია მხატვრული და სპორტული ტანმოვარჯიშეებისთვის დარბაზში განკუთვნილი სავარჯიშო ადგილები, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

ბუნებრივია, ამ პროცესების დარეგულირება თავად ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელებს მართებთ, რომ არც ოლიმპიადის ლიცენზიანტები დაზარალდნენ და ახალგაზდული ნაკრების წევრებმაც სათანადოდ ივარჯიშონ.

მოკლედ, ბატუტზე ხტომაში და მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელებისთვის რიოსთვის მზადება რბილად რომ ვთქვათ არცთუ სახარბიელოდ დაიწყო და კარგი იქნება, ხალხი ვისაც ამ პრობლემების მოგვარება მართებს გაზაფხულზე დადგომასა და ბუნებრივად დათბობას არ დაელოდება.

 

 

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ