ყველა სპორტული სიახლე

ექსკლუზივი: ილიას ზუროსი თბილისშია (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი, ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი თბილისში იმყოფება და ახალ სპორტის სასახლეში სუპერლიგის მატჩებს დაესწრო.

ზუროსი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია, დარბაზში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისასთან ერთად მივიდა. ბერძენი სპეციალისტი მატჩების მიმდინარეობისას გარკვეულ ჩანიშვნებსაც აკეთებდა. ზუროსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კალათბურთის ფედერაცია 15 თებერვლამდე მიიღებს.

49 წლის ბერძენი სპეციალისტი 2014-2015 წლებში თურქეთის „ტოფაშს“ წვრთნიდა. საბერძნეთის ეროვნული გუნდშიც მუშაობდა, რომლის თავკაცად 2011 წლის მარტში დანიშნეს. ზუროსის ხელმძღვანელობით ბერძნებმა ევრობასკეტ-2011-ზე ითამაშეს და ზაფხულის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშების საგზური ვერ მოიპოვეს.

ნაკრებში დანიშვნამდე, 2011 წელს ზუროსი ლიტვის „ჟალგირისს“ თავკაცობდა, რომელსაც ლიტვის ჩემპიონატი, ლიტვის თასი და ბალტიის ლიგა მოაგებინა. 2004 წელს, მან „საგესეს“ ლიბანის ჩემპიონატში გაამარჯვებინა და აზიის ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა.

2010 წელს, ზუროსი ევროთასების წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მაშინ, ბერძნული „პანელინიოსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

გთავაზობთ ილია ზუროსის, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გადაღებულ ექსკლუზიურ კადრებს

კალათბურთი, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ