ყველა სპორტული სიახლე

მასობრივი ჩხუბი და ქართველის ლელო ტოპ 14-ში (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ-14-ის მე-14 ტურში ''ბრივმა'' 28:6 დაამარცხა ''ლა როშელი.''

პირველი ტაიმის მიწურულს მორაგბეებსს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, თუმცა დაძაბულობა მცირე დროში განიმუხტა. ქართველი მორაგბეები ამდროს სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ და ჩხუბში არ მონაწილეობდნენ.

47-ე წუთიდან ''ბრივის'' შემადგენლობაში კარლენ ასეიშვილმა ითამაშა, რომელმაც 81-ე წუთზე ლელო დადო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 63-ე წუთზე ასეიშვილის თანაგუნდელი გიორგი ჟღენტი გამოჩნდა მინდორზე.

რაც შეეხება სტუმარ გუნდს, ''ლა როშელის'' სათადარიგოთა სკამზე მოხვდა გაგი ბაზაძე. მან მატჩის დასკვნითი 11 წუთი გაატარა მოედანზე.

რაგბი, ზამთრის სახეობები, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ