
ჩისკოს გოლი სეგუნდა დივიზიონში (ვიდეო)
თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა ჩისკო მუნიოსმა, რომელიც ამჟამად ''ხიმნასტიკის'' ფეხბურთელია, სეგუნდადივიზიონის გასულ ტურში ''პონფერადინას'' კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ ჩისკომ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველივე შემთხვევაში გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ჩისკო მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და თანაგუნდელთაგან პირველი გამათანაბრებელი გოლი სწორედ ''დინამოს'' ყოფილი მოთამაშის ანგარიშზეა. გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას:
საინტერესოა, რომ უკრაინაში მომხდარი საომარი მოქმედებების შემდეგ არაერთმა ადგილობრივმა ფეხბურთელმა დატოვა სამშობლო. ერთ-ერთია დმიტრი კრომჩენოვსკი, რომელიც ''ზორიას'' შემადგენლობაში ჯაბა ლიპარტიას თანაგუნდელი იყო, მიმდინარე სეზონიდან კი ''პონფერადინას'' წევრია და ზემოთ ხსენებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება ''ვალენსიას'' ყოფილ ფეხბურთელს, 35 წლის ესპანელმა ''დინამოდან'' წასვლის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში მეორე გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ''ხიმნასტიკის'' მაისურით სეგუნდა ბ-ს გათამაშების შეხვედრაში გამოიჩინა თავი.