ყველა სპორტული სიახლე

სუპერლიგა: "შსს-აკადემია" კითხვის ნიშნის ქვეშაა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის გათამაშება, როგორც უკვე იცით, სტარტს შაბათს, 17 ოქტომბერს აიღებს. თუმცა, მონაწილე გუნდების სრული სია ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ირკვევა, საქართველოს ჩემპიონ "შსს-აკადემიას" ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც გუნდმა, შესაძლოა, ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიიღოს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში "ძალოვნებს" ა-ლიგის გასული სეზონის გამარჯვებული, "არენა" ჩაანაცვლებს, რომელიც "აკადემიასთან" გაერთიანდა და წელს სწორედ "აკადემიის" სახელით იასპარეზებს.

სუპერლიგაში მონაწილე გუნდების საბოლოოდ სია სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

 

ავტოსპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ