ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიადა ლტოლვილებისთვის ემზადება

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის საშუალება ლტოლვილ სპორტსმენებს ექნებათ. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა საბერძნეთში ვიზიტით ყოფნის დროს გააკეთა. მისი თქმით სპორტსმენები ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოვლენ. ბახი იმედოვნებს, რომ გუნდში 5-დან 10 სპორტსმენამდე მოხვდება.

"გვინდა, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ლტოლვილთა პრობლემები მოხვდეს. რთული სათქმელია, რამდენი სპორტსმენი შეძლებს მაღალ დონეზე ასპარეზობას, მაგრამ რიოში წასვლას 5-დან 10-მდე ადამიანი შეძლეს. მათ არ აქვთ სახლი, არ აქვთ დროში, არ აქვთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები", - განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა.

2016-01-28T132408Z_424216025_D1BESJTTAEAA_RTRMADP_3_EUROPE-MIGRANTS-GREECE-pic4_zoom-1500x1500-39612

ბერძნული ვიზიტის დროს ბახმა ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა, სადაც თავშესაფარი სირიელმა, ერაყელმა, ავღანელმა და აფრიკელმა ლტოლვილებმა იპოვნეს. პრეზიდენტმა მათთან ფეხბურთი ითამაშა და ისიც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ლტოლვივი ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნე გახდება.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური დროშის ქვეშ სპორტსმენთა ასპარეზობის პრეცენდენტი უკვე არსებობს. ლონდონის ოლიმპიადაზე "დამოუკიდებელ ოლიმპიურ ათლეტთა" დელეგაზიამ იასპარეზა. თუმცა, ისინი არ ლტოლვილები, არამედ იმ ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები არ გააჩნიათ - კიურასაო და სამხრეთ სუდანი.

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ