ყველა სპორტული სიახლე

მოფარიკავეების ბრინჯაო იტალიიდან

იტალიურმა პადოვამ მოფარიკავეთა შორის ევროპის თასის გუნდური გათამაშების მორიგ ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრებაში 8 ქვეყნის მოფარიკავეები გამოვიდნენ. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია) სამი მეტოქე დაამარცხა.

იტალიის პირველ გუნდს 45:39, საფრანგეთს 45:34, ხოლო ისრაელს 45:23 მოუგო. მერაბ ბაზაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში კვლავ ისრაელს შეხვდა და თითქმის ანალოგიური ანგარიშით 45:24 აჯობა. ნახევარფინალი ჩვენებმა იტალიის პირველ გუნდთან 41:45 დათმეს, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ტურნირის მასპინძლების მეორე გუნდს 45:28 სძლიეს.

farikaoba

ფარიკაობა‎

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ