ყველა სპორტული სიახლე

საუკეთესო ძრავების ათეული

Ward's Auto-მ წლის საუკეთესო ძრავების ათეული გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად ტოპ 10-ში ჰიბრიდული ძრავებიც მოხვდა.

ჟიურის როლი გამოცემის რედაქტორებმა მოირგეს, რომლებმაც ძრავები პირადად გამოსცადეს. სპეციალისტები ყურადღებას ძრავის ხმაურის დონეს, წვას, ვიბრაციას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას აქცევდნენ. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ავტომობილები, რომელთა ფასი 61 000 ამერიკულ დოლარს არ აღემატება.

 

 

მაშ ასე, 2016 წლის საუკეთესო ძრავების ათეული ასე გამოიყურება:

BMW 340i - 3.0 ლიტრი 6-ცილინდირიანი ტურბინიანი.

Chevrolet Camaro/Cadillac ATS - 3,6 ლიტრი V6

Chevrolet Volt - 1,5 ლიტრი, 4-ცილინდრიანი (ჰიბრიდი)

Ford Shelby GT350 Mustang - 5,2 ლიტრი V8

Hyundai Sonata PHEV - 2,0 ლიტრი, 4-ცილინდრიანი (ჰიბრიდი)

Nissan Maxima - 3,5 ლიტრი V6

RAM 1500 EcoDiesel - 3,0 ტურბინიანი დიზელი V6

Subaru WRX - 2,0 ლიტრი, ტურბო

Toyota Prius HEV - 1,8 ლიტრი, 4-ცილინდრიანი (ჰიბრიდი)

Volvo ХС90 - 2,9 ლიტრი, 4-ცილინდრიანი, ტურბინიანი.

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ