ყველა სპორტული სიახლე

სოციალურ დახმარებას 400-მდე ვეტერანი სპორტსმენი მიიღებს (ვიდეო)

3 თებერვალს, სამინისტროში, საქართველოს მთავრობის ჯილდოზე წარდგენის, სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების და სოციალური საკითხების შესახებ კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ, რომელსაც სპორტისა  და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა დღის წესრიგის მიხედვით რამდენიმე საკითხი განიხილა.

კომისიამ "სპორტის რაინდის წოდება" 5 ადამიანს  - ნინო სალუქვაძეს (ოლიმპიური ჩემპიონი), ვახტანგ სალუქვაძეს (ტვიის სროლა), ჯემალ ძაგანიას (სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი), ჯონი ლორიას (ჭიდაობა) და გურამ კოსტავას (ფარიკაობა) მიანიჭა.

ამასთან, გადაწყდა რომ ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა ყოველთვიური სოციალური დახმარება დამატებით 16 ადამიანს დაენიშნოს. სოციალური დახმარება 100 და 150 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, სამინისტრო სოციალურ დახმარებას 400-მდე ვეტერან სპორტსმენს აძლევს. სხდომაზე გადაწყდა 16 ადამიანისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევაც.

www.msy.gov.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ