ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას სეზონის 22-ე დუბლი და “დალასის“ მარცხი"მაიამისთან" (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 22-ე დუბლი მიითვალა. მისმა “დალას მავერიკსმა“ კი “მაიამისთან“ შეხვედრა - 90:93 დათმო.

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 39 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 5 საჯარიმოდან კი 2 სროლა გამოიყენა. მთლიანობაში კი 10 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დირკ ნოვიცკიმ 35 წუთში 28 ქულა მიითვალა, ჩანდლერ პერსონსი კი 12 ქულას დასჯერდა.

28 მოგებითა და 24 მარცხით “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ტეხასელებს მომდევნო შეხვედრა “სან ანტონიოსთან“ 6 თებერვალს ელით.

DALLAS, TX - FEBRUARY 03:  Amar'e Stoudemire #5 of the Miami Heat takes a shot against Dirk Nowitzki #41 of the Dallas Mavericks  in the second half at American Airlines Center on February 3, 2016 in Dallas, Texas.  NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement.  (Photo by Ronald Martinez/Getty Images)

კალათბურთი, პარასპორტი, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ