ყველა სპორტული სიახლე

10 ყველაზე არასაიმედო გერმანული ავტომობილი

Jalopnik.com-მა გერმანული ავტოინდუსტრიის ისტორიაში 10 ყველზე არასაიმედო ავტომობილი გამოარჩია. ბევრ მათგანს ქართულ გზებზეც ხშირად ვხვდებით.

გერმანულ ავტომობილებზე საუბრისას პირველ ყოვლისა მათი გამძლეობა და ხარისხი გვახსენდება, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ხსენებული ქვეყნის წარმოების მანქანები უკეთესის სურვილს ტოვებდნენ.

 

 

1) Trabant

არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ავტომობილი. მანქანა 26 ცხენის ძალის შესაბამისი 0,5 ან 0,6 ლიტრიანი ძრავით გამოდიოდა, რომელიც ყველაზე არასაიმედო იყო. მას ყოველთვის ზეთის დამატება სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ბენზინის ავზი ამ ავტომობილს ძრავთან ერთად წინა ნაწილში ჰქონდა, რის გამოც მასზე დიდი დატვირთვა მოდიოდა.

Десять самых худших Немецких автомобилей

 

2) Smart ForTwo

მიუხედავად მცირე ზომისა, მანქანა ამ კლასის ავტომობილისთვის ძალიან ძვირადღირებული გამოვიდა. ამავდროულად მისი ეკონომიურობაც უკეთესის სურვილს ტოვებს, ისივე როგორც ამ მოდელის გაყიდვების რაოდენობა.

Десять самых худших Немецких автомобилей

3) Volkswagen Golf (IV)

ავტომობილის რეპუტაციამ გერმანული ბრენდის იმიჯი ოდნავ შელახა. განსაკუთრებით აშშ-ს ბაზარზე, სადაც გერმანული გიგანტი კლიენტების დიდი ნაწილის ათვისებას ფიქრობდა.

Десять самых худших Немецких автомобилей

4) Mercedes-benz A-Class (W168)

გამოშვებისთანავე ავტომობილმა რამდენიმე უმარტივესი ტესტი ვერ გაიარა, რის გამოც მერსედესმა გაყიდული მანქანები უკან გამოიწვია, რაც შემდგომ გაყიდვების რაოდენობაზეც აისახა.

Десять самых худших Немецких автомобилей

5) Mercedes-Benz C-Class Coupe (W203)

მერსედესის წარუმატებელი მცდელობა აშშ-ს ბაზარზე დაბალფასიანი ჰეჩბეკით შესვლის. უცნაურმა დიზაინმა და ზოგ შემთხვევაში დაბალმა ხარისხმა ამერიკელი მყიდველის ყურადღება ვერ მიიპყრო.

Десять самых худших Немецких автомобилей

6) Opel Kadett E

მანქანა ძალიან არასაიმედო იყო, მისი დიზაინი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. ავტომობილს გერმანული კომპანია 1984-1991 წლებში უშვებდა. მოგვიანებით ლიცენზია კომპანია Daewoo-მ შეიძინა.

 

 

Десять самых худших Немецких автомобилей

7) Mercedes Benz C-Classe (W202)

მისი წინამორბედი, W201 თავისი გამძლეობით და ხარისხით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რასაც W202-ზე ვერ ვიტყვით. მისი მთავარი მინუსი რა თქმა უნდა ჟანგი იყო, რომელიც ძარას ("კუზაოს") საკმაოდ სწრაფად ედებოდა. ავტომობილის გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა.

Десять самых худших Немецких автомобилей

8) Caddilac Catera

გერმანული ავტომობილების ათეულში ამ ბრენდის სახელმა ალბათ გაგაკვირვათ, თუმცა Caddilac Catera სწორედ გერმანიაშია აწყობილი და Opel Omega-ს ანალოგია. გერმანული კომპანიის მარკეტინგულმა სვლამ არ გაამართლა.

Десять самых худших Немецких автомобилей

9) Volkswagen New Beetle 

ავტომობილი ხშირ შემთხვევაში პოზიციონირდება, როგორც "მანდილოსნების მანქანა". Volkswagen-ი კი ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ცდილობდა და მოდელში "მამაკაცური ელემენტები" შეიტანა. ექსპერტების აზრით, Volkswagen-მა ეს ჩანაფირი ძალიან ცუდად განახორციელა.

Десять самых худших Немецких автомобилей

10) BMW მე-5 სერია GT

ბავარიული კონცერნის ყველაზე ცუდი ავტომობილი. გერმანელებმა შექმნეს მანქანა არარსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ყველამ ვიცით რისთვისაა შექმნილი კროსოვერი, ჯიპი თუ სედანი, რასაც ვერ ვიტყვით BMW-ს ამ მოდელზე. გარდა ამისა, ის არც თუ ისე საიმედოა, რასაც ამ მოდელის მფლობელთა გამოხმაურებებიც ადასტურებს.

Десять самых худших Немецких автомобилей

ავტოსპორტი, ზამთრის სახეობები

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ