ყველა სპორტული სიახლე

ლევან კობიაშვილი: ''გვინდა ფეხბურთი კერძო სექტორისთვის საინტერესო გავხადოთ'' (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის განვითარების პროგრამის შესახებ ისაუბრა.

სფფ-ის მმართველმა მთავრობას პროექტის მოწონებისა და დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კობიაშვილი ამბობს ფეხბურთის განვითარების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

''მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ისტორიული დღეა. მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვართ ბედნიერები, რომ ის პროექტი რაც ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა იქნა მოწონებული და დღეს მიღებული გადაწყვეტილებით აღნიშნული პროექტი დამტკიცდა.

25 წლის განმავლობაში მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა და ეს მართლაც დიდი საქმეა.

მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას პროექტის მოწონებისა და ქართული ფეხბურთის გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობას ვუხდი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელიც ქართულ ფეხბურთს გვერდში უდგას.

უმოკლეს დროში გვექნება პროექტის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ყველა მიმართულებაზე.

მუნიციპალურ კლუბებს ამ პროექტის მეშვეობით განვითარების საშუალება ეძლევათ. ჩვენ გვინდა ფეხბურთი კერძო სექტორისთვის საინტერესო გავხადოთ და მივდივართ იმ მიზნისკენ, რომ კლუბები გადავიდნენ კერძო მფლობელობაში.'' - ამბობს კობიაშვილი.

საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა 4 თებერვალს დაამტკიცა. სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს უახლოესი 5 წლის მანძილზე 265 მილიონი ლარით დააფინანსებს.

ფეხბურთი, ვიდეო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ