ყველა სპორტული სიახლე

ყველაზე საიმედო დაბალფასიანი მეორადი ავტომობილების ათეული

ცნობილმა გერმანულმა ჟურნალმა, Auto Bild-მა ყველაზე საიმედი დაბალფასიანი მეორადი ავტომობილების ათეული შეადგინა. საინტერესოა, რომ რამდენიმეს ქართულ გზებზეც ხშირად ვხვდებით.

აღსანიშნავია, ისიც რომ კონკურსში მონაწილე ავტომობილების ფასი 4000 ევროს არ აღემატებოდა.

 

Skoda Fabia II თაობა (2007-2014)

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 6-7 წლის მოდელებს გარკვეული პრობლემები ინჟეკტორთან აქვთ. გარდა ამისა, ტურბინიანი ძრავის პატრონებს ზეთის გამოცვლა ხშირად უწევთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ავტომობილმა, რომლითაც საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდები ბარდება, მაინც მაღალი შეფასება მიიღო.

Opel Corsa IV თაობა (2006-2014)

ავტორებმა აღნიშნეს, რომ ხსენებული კორსა Opel-ის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა. ავტომობილს მცირე პრობლემები მხოლოდ ელექტროობასთან აქვს.

Hyundai Getz (2002-2011)

კორსას მსგავსი შეფასება მიიღო ჰიუდაი გეტცმა, რომელსაც ასევე აქვს მცირე პრობლემები.

Mitsubishi Colt (2002-2012)

საქართველოში ძალიან პოპულარულ მოდელს ექსპერტებმა სერიოზული პრობლემები ვერ აღმოუჩინეს.

Ford Fiesta VI თაობა (2002-2009)

ავტომობილი, რომელიც ძვირი არ ღირს და დიდხანს გემსახურებათ. გარკვეული პრობლემები მხოლოდ დიზელის ძრავებს აქვთ.

Honda Jazz I თაობა (2001-2008)

ამ მოდელის მინუსი ძვირად შესანახი ვარიატორი და სამუხრუჭე ხუნდებია. სხვა მხირვ კი მას სერიოზულ პრობლემას ვერ აღმოუჩენთ.

Opel Agila I თაობა (2000-2007)

მიუხედავად ცოტა უცნაური ვიზუალური მხარისა, რომელიც ავტომობილის საიმედოობის განცდას არ გვიტოვებს, მანქანა საკმაოდ გამძლე გამოდგა. Auto Bild-ის ექსპერტებმა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო მინუსი აღმოაჩინეს, რაც ძრავს და სავალ ნაწილს არ ეხება.

Ford Fusion I თაობა (2002-2012)

«Топ-10» надежных подержанных автомобилей Германии

Fusion-ის მფოლბელთა დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის თუ რა არის გაუმართავი ავტომობილი.

Toyota Yaris II თაობა (2005-2011)

«Топ-10» надежных подержанных автомобилей Германии

მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, მაღალი შეფასება მიიღო პოპულარულმა იაპონურმა ხეჩბექმა.

Mazda2 III თაობა (2007-2014)

«Топ-10» надежных подержанных автомобилей Германии

კიდევ უფრო მაღალი შეფასება მიიღო Mazda2-ის ახალმა მოდიფიკაციამ. საქართველოში მისი იაპონური ვერსია, Mazda Demio ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა.

ფეხბურთი, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ