ყველა სპორტული სიახლე

პრემიერლიგაში სექტემბერში მარსიალი და პოჩეტინო გამოარჩიეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 19 წლის ფრანგმა სექტემბერში გოლი „ლივერპულს“ (3:1) გაუტანა და „საუთჰემპტონთან“ (3:2) მატჩში დუბლი შეასრულა. ამასთანავე, „სანდერლენდთან“ (3:0) შეხვედრაში უეინ რუნის საგოლე პასი მისცა.

სექტემბერში ინგლისის პრემიერლიგამ საუკეთესო მწვრთნელად „ტოტენჰემის“ თავკაცი მაურიციო პოჩეტინო აღიარა. არგენტინელის გაწვრთნილებმა „სანდერლენდსა“ და  „კრისტალ პალასსა“ ერთნაირი ანგირიშით (1:0) მოუგეს, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 4:1 სძლიეს.

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა, კარატე,

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ