ყველა სპორტული სიახლე

სანაიამ გაიტანა, რუხაიამ მოიგო, არზიანი კიდევ დამარცხდა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-16 ტურში, ტომსკის „ტომმა“ სახლში ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგას“ ანზორ სანაის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით აჯობა - 1:0.

წარმოშობით ქართველმა და რუსული პასპორტის მქონე ფორვარდმა სრულად ითამაშა, ხოლო თავი მე-4 წუთზე გამოიჩინა. მან 85-ე წუთზე მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში სანაიამ მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. „ტომი“ გათამაშებს 38 ქულით ლიდერობს.

ნიჟნი კამსკის „კამაზმა“, სადაც გუჯა რუხაია გამოდის, სტუმრად სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი 2“ 2:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. „კამაზს“ 10 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-19 ადგილზეა.

არმავირის „ტორპედომ“, რომელიც ქართველებითაა გაჯერებული მორიგი თამაში წააგო. ამჯერად, ვალერი კარპინის გაწვრთნილები შინ ვორონეჟის „ფაკელთან“ 1:2 დამარცხდნენ.

არმავირელებში ნახევარმცველებმა ზურაბ არზიანმა, ლევან ჯღარკავამ და ირაკლი ჭეჟიამ სრულად ითამაშეს. ამ უკანასკნელმა მე-4 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. კიდევ ერთი შუახაზელი დავით ხურციძე „ტორპედოს“ რიგებში 57-ე წუთზე გამოჩნდა და 20 წუთის მერე „გააყვითლეს“. ჩამოთვლილი ფეხბურთელები რუსეთის მოქალაქეები არიან. „ტორპედო“ 9 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

ხაბაროვსკის „სკა-ენერგია“, რომელშიც მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი და ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა გამოდიან, იაროსლავლში ადგილობრივ „შინიკთან“ 1:2 დამარცხდა. ხაბაროვსკელთა 18-კაციან განაცხადში არცერთი ქართველი იყო. „სკა-ენერგია“ 13 ქულით მეთვრამეტეა.

კრასნოიარსკის „ენისიემ“, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, სახლში „ტიუმენს“ 1:0 აჯობა. მეკარე გიორგი შელიამ, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს მასპინძლებში შეუცვლელად იასპარეზა. „ენისეი“ 20 ქულით მეცამეტეა.

მოსკოვის „სპარტაკი 2“-მა გასვლაზე ირკუტსკის „ბაიკალს“ 2:1 აჯობა. მოსკოველებში ნახევარმცველმა გიორგი მელქაძემ 65-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო ირკუტსკელებში დავით კორტავა მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა. „სპარტაკი 2“ 28 ქულით მეექვსეა, ხოლო „ბაიკალი“ 16 ქულით - მე-16.

ფეხბურთი, სხვადასხვა, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ინტერვიუ, ევროპა,

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ