ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას "დალასის" გამარჯვება "მემფისთან" ოვერტაიმში (ვიდეო)

ნბა-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრისთვის  საინტერესო და სასიხარულო იყო “დალასის“ გამარჯვება უშუალო კონკურენტ “მემფისთან“ ოვერტაიმში. დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე მყოფი “დალასი“ მე-5 ადგილზე მყოფ მემფისელებს შეხვდა.

ტეხასელებს შეეძლოთ გამარჯვება ძირითად დროში, მაგრამ მასპინძლებმა თავგამოდებით იბრძოლეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით ხუთწუთეულში სტუმრებს ჩანდლერ პერსონსმა ულიდერა და თანაგუნდელებს უმთავრესი მეტოქე 114:110 დაამარცხებინა.

ფაჩულიამ მოედანზე 31 წუთი გაატარა და 5-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 4 ქულას 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაც მოაყოლა. ორმაგი დუბლით გამოირჩა დერონ უილიამსი, რომელმაც 22 ქულა და 11 პასი მიითვალა, ბომბარდირი კი ჩანდლერ პერსონსი გახდა 26 ქულით.

29 მოგებითა და 25 მარცხით “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მეხუთეზე მყოფ “მემფისს“ 30 მოგება და 21 მარცხი აქვს. დალასელები 10 თებერვალს “იუტას“ უმასპინძლებენ.

MEMPHIS, TN - FEBRUARY 6:  The opening tip off between the Memphis Grizzlies and the Dallas Mavericks on February 6, 2016 at FedExForum in Memphis, Tennessee. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2016 NBAE (Photo by Joe Murphy/NBAE via Getty Images)

 

კალათბურთი, პარასპორტი, ზამთრის სახეობები, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ