ყველა სპორტული სიახლე

ძაგნიძე მონაკოში მე-8 ადგილზე გავიდა

ნანა ძაგნიძემ მონაკოში მსოფლიო ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი 5 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნანა ასპარეზობას საპატიო მიზეზების გამო ცუდ სპორტულ ფორმაში მყოფი შეხვდა. თუმცა, ტურნირის  ბოლოს ათამაშდა და 4-დან 4 მატჩი მოიგო. დასკვნით ტურში მან ირანელი სარასადატ ხადემალშარეხი დაამარცხა.

ტურნირში ჩინელმა ჰოუ  იფანმა გაიმარჯვა. ჩინელმა ექსჩემპიონმა 11-დან 9 ქულა  დააგროვა და მთელი 2 ქულით  გაასწრო: მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიით  ნომერ მეორეს, ჰამპი  კონერუს(ინდოეთი) და მსოფლიოს  მოქმედ ჩემპიონ  მარია მუზიჩუკს (უკრაინა).

სხვადასხვა, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ