ყველა სპორტული სიახლე

ბაჰრეინელი შეიხი ფიფას პრეზიდენტობას აპირებს

ფიფას პრეზიდენტობა ბაჰრეინელ შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ჰალიფსაც სურს.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ალ-ჰალიფმა, რომელიც აზიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტია განაცხადა, რომ 2016 წლის თებერვალში გასამართ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს.

არაა გამორიცხული, ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტიც იყოს თუ უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც ფეხბურთში საქმიანობას 90 დღე ჩამოაშორეს თავის კანდიდატურას ვერ დაარეგისტირებს.

სხვათა შორის, მანამდე ბაჰრეინელი პლატინის კანდიდატურას მხარს აქტიურად უჭერდა. ფიფას პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატებს განაცხადის შეტანის ვადა 26 ოქტომბერს ეწურებათ.

ფეხბურთი, კალათბურთი, პარასპორტი, ინტერვიუ, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2020 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ