ყველა სპორტული სიახლე

ევროპარლამენტში პროექტის - “ჭადრაკი სკოლაში“ მიმდინარეობას განიხილავენ

8 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ჟურნალისტებს მინისტრთან ერთად ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი შეხვდნენ და პროგრამის - "ჭადრაკი სკოლაში" შესახებ ესაუბრნენ.

ევროპის საჭადრაკო კავშირის ინიციატივით, 24 თებერვალს ბრიუსელშიგაიმართება ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიიის სხდომა, 2015წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტის "ჭადრაკი სკოლაში" მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კომისიის შეკრებას მისი თავმჯდომარე სილვია კოსტა გაუძღვება. პროექტის განხილვას ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის წევრების გარდა დაესწრებიან - ევროპის ჭადრაკის კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიო ჭადრაკის გამორჩეული ვარსკვლავი, იუდიტ პოლგარი და იმ ფედერაციის წარმომადგენლები, სადაც ეს პროექტია დანერგილი. სხდომაზე განიხილავენ პროექტის "ჭადრაკი სკოლაში"  მიმდინარეობას და მის პერიპეტიებს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყანაც, როგორც პროექტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. პროექტი "ჭადრაკი სკოლაში" საქართველოს 6 რეგიონის 309 სკოლაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს.

www.msy.gov.ge

პარასპორტის ფოტოები

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ