ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას “დალასის“ მარცხი “იუტასთან“ (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იუბილარია - ეროვნული გუნდის და “დალას მავერიკსის“ ცენტრი დღეს 32 წლის გახდა, გუშინ საღამოს კი მისი გუნდი “იუტასთან“ ოვერტაიმში, ბოლო წამზე 119:121 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 41 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა - ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა. მისმა უშუალო ოპონენტმა, ფრანგმა რუდი გობერმა შეხვედრა 14 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა. დალასელთაგან 24 ქულა ჩენდლერ პერსონსმა დააგროვა, ხოლო დერონ უილიამსმა 23 ქულა ჩააგდო.

29 მოგებითა და 26 მარცხით “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. “დალასს“ 10-დღიანი დასვენება ელის, რისი მიზეზიც ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩია. 20 თებერვალს ტეხასელები ფლორიდაში “ორლანდოს“ შეხვდებიან.

zaza-2 zaza-1

DALLAS, TX - FEBRUARY 9: XX XX against XX on February 9, 2016 at the American Airlines Center in Dallas, Texas. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2016 NBAE (Photo by Danny Bollinger/NBAE via Getty Images)

კალათბურთი, პარასპორტი, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ