ყველა სპორტული სიახლე

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია პლატინის კანდიდატურას ემიჯნება

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის ფიფას არჩევნებში მხარდაჭერაზე დროებით უარი უთხრა. ამის შესახებ ხსენებული ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

„საფეხბურთო ასოციაცია ბატონ პლატინის წარმატებას უსურვებს თავისი სახელის გაწმენდაში და ამ პროცესში ჩარევას არ აპირებს. ხუთშაბათს უეფას სხდომაზე პლატინის ადვოკატებისგან რამდენიმე ახალი ფაქტი გავიგეთ. ჩვენ გვთხოვეს, რომ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეგვენახა, ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით. საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში პლატინის მხარდაჭერა სასამართლო პროცესის დასრულებამდე და მისი უდანაშაულობის დამტკიცებამდე შეაჩეროს“ - ნათქვამია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში.

2016 წლის 26 თებერვალს გასამართ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია თავდაპირველად მხარს პლატინის უჭერდა, მაგრამ რაც უეფას პრეზიდენტს ფეხბურთში საქმიანობა 90 დღე აუკრძალეს, ინგლისელები ფრანგი ჩინოვნიკის კანდიდატურას გაემიჯნენ

ფეხბურთი, ავტოსპორტი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ