ყველა სპორტული სიახლე

ახალგაზრდა ქართველის დებიუტი "ტულონში"

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა ქართველების "ტულონმა" ამხანაგური მატჩით შეავსო და სამხრეთაფრიკულ "შარქსთან" შეხვედრაში 21:29 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ფრანგული ტოპ 14-ის კლუბის რიგებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრის, ბადრი ალხაზიშვილის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა.

აფრიკელების წინააღმდეგ არ უთამაშია მამუკა გორგოძეს, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი. შეხვედრაში მონაწილეობა არც ლევან ჩილაჩავას მიუღია. კოტე მიქაუტაძემ კი სრულად ითამაშა.

https://youtu.be/tVMZexncBXo?t=1h32m30s

რაგბი, პარასპორტი, ევროტურნირები, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ